ხმაური რუსთავის საარჩევნო უბანზე

2020-10-31 20:05:48

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მე-16 საარჩევნო უბანთან არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" დამკვირვებელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ორგანიზაციაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, დამკვირვებელმა დარღვევა დააფიქსირა, რის გამოც მას 5-მდე პირი დაუპირისპირდა.

"ჩვენი დამკვირვებელი მივიდა უბნზე, სადაც ვიღაც ქალები იყვენენ, ერთ-ერთი მათგანს ბეიჯი ჰქონდა, სავარაუდოდ დამკვირვებელი იყო, და რაღაცა სიებით იდგნენ. ჩვენმა დამკვირვებელმას კითხა, თუ რა სიები ეკავათ და რას აკეთებდნენ უბანზე, რაცას მოყვა აგრესია.

მოხდა ფიზიკური შეხებაც ჩვენს თანამშრომელზე, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც",- განუცხადა "ინფო რუსთავს" საერთაშოისო გამჭირვალობა საქართველოს იურისტმა თამთა კახიძემ.

როგორც ირგანიზაციაში განაცხადეს, მათ მომხდარის გამო სამართალდამცავებს მიმართეს, რის გამოც საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.