"თავდასხმის ორგანიზება უნდოდათ"

2020-10-31 19:00:58

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 70-მდე უცხო პირი გადაადგილდებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, უცხო პირებს პროვოკაციის მოწყობა სურდათ.

"უნდოდათ, რომ ორგანიზება გაეკეთებინათ თავდასხმის, ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. როგორც კი დაინახეს, რომ გარეთ ცოტანი ვიყავით და შიგნით ბევრნი, დაიშალნენ. დაახლოებით 50-დან 70-მდე ადამიანი იყო",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მამუკა ჩიქოვანმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ამ დროისთვის სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.