ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის რუსთავში

2020-10-31 17:25:36

რუსთავში 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად 48 704 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 45,33%-ს შეადგენს.

ამ დროისთვის რუსთავის მასშტაბით სულ 6 საჩივარია დაწერილი.

რუსთავში სულ 84 საარჩევნო უბანია და დამატებით 6 სპეცუბანი, რომელთა შორის 3 პენიტენციურ დაწესებულებაშია, ხოლო 3 კოვიდსასტუმროში.

ამომრჩეველთა რაოდენობა კი 107 425-ია.