კორონავირუსი რუსთავის კიდევ ერთ სკოლაში

2020-10-10 00:25:27

რუსთავში, მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა გიორგი შეყილაძემ განუცხადა, კოვიდინფიცირებული მეორე კლასის მოსწავლეა.

დირექტორის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან თვითიზოლაციაში 26 მეორე კლასელი და ერთი მასწავლებელი გადავიდა. ჯერჯერობით მათ ტესტი კოვიდ19-ზე არ ჩატარებიათ.

გიორგი შეყილაძის განცხადებით, ბავშვის ინფიცირების წყარო ცნობილია, თავდაპირველად კორონავირუსი მის მშობლებს დაუდასტურდათ.

მე-11 საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, კლასი, რომელშიც ინფიცირებული მოსწავლე ირიცხება, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, სკოლა კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

შეგახსენებთ, კოვიდ19 დაფიქსირებულია რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაშიც. ინფიცირებული 1-ელი კლასის მოსწავლეა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები