ლარი მკვეთრად უფასურდება

2020-09-24 19:33:38

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 6 პუნქტით გაუფასურდა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 3.33 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 3.32 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 24 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარია.