რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს.
როგორც ადგილობრივებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, კნუტი მე-9 სართულიდან მე-3 სართულის აივანზე რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა. მიკრორაიონის მცხოვრებლების თქმით, ბინა, რომლის საკუთრებაშიცაა აივანი, დაკეტილია, სწორედ ამ მიზეზით, მოსახლეობამ კნუტის დახმარება საკუთარი ძალებით ვერ შეძლო და ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
მაშველები მე-3 სართულის აივანზე მე-4 სართულიდან ჩავიდნენ და კნუტს დახმარება აღმოუჩინეს.
ადგილიზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ეკიპაჟი.