რუსთავში ფოტოკონკურსი გაიმართა [photo]

2020-07-15 19:31:26

პროექტ გაიცანი "ჰერალდის" ფარგლებში ჩატარებულ ფოტოკონკურსის გამარჯვებულ გამოვლენილია.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის ეზოში განათლების თემატიკასთან დაკავშირებით გამოფენილი იყო 30 ფოტოსურათი და ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი რჩეული ამოერჩიათ და მოსაწვევების საშუალებით ხმა მიეცათ.

ფოტოკონკურსში ფოტოსურათმა N25-მა გაიმარჯვა, რომლის ავტორიც მე-5 სკოლის მოსწავლე ანა ნაცარაშვილია.

"პროექტი სახელწოდებით "გაიცანი ჰერალდი" ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებითა და დახმარებით და მისი მიზანია რუსთავში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და რუსთავის, როგორც არაფორმალური განათლების მხარდამჭერი ქალაქის გამოვლენა, გაძლიერება.

პირველ ეტაპზე ჩავატარეთ ფოტოკონკურსი და შევარჩიეთ 30 მათგანი.

გამოვფინეთ და მოწვეულ უცხო სტუმრებს საშუალება მივეცით შეერჩიათ გამარჯვებული ფოტო",- განუცხადა ინფო რუსთავს ჰერალდის ნინო სოფრომაძემ.

კონკრუსში მონაწილეობის მიღება რუსთავის ყველა სკოლის მე-7-დან მე-12-კლასამდე მოსწავლეებს შეეძლოთ.

პირველ ეტაპისთვის მასში მონაწილეობის სურვილი 70-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა და გააგზავნა ფოტომასალაც, რომლებიდანაც 30 ფოტოსურათი შეირჩა.

მეორე ეტაპზე გადასულ 30-ივე მონაწილეს ჰერალდისგან ბრენდირებული ჩანთები, მაისურები, სერთიფიკატები და მასტერკლასის "ხელოვნება განათლების განვითარებისთვის" მოსაწვევი ბარათები გადასცეს.

რაც შეეხება გამარჯვებულს, მას 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემენ.

ფოტოკონკურსზე ასევე იმყოფებოდა ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე. მათ საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს და ფავორიტ ფოტოსურათებს ხმა მისცეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები