16 ივლისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-07-15 17:44:39

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

16 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში, მეგობრობის, თოდრიას, ლომოურის, ნოზაძის, მელიქიშვილის, კლდიაშვილის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.