რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდა

2020-07-15 12:14:43

"რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

15 ივლისს რუსთავში, მესხიშვილის ქ. N11-თან, წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად სამუშაობი დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობისას, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს 12:00-დან 17:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ლეონიძის ქ. N 2,4,6. მესხიშვილის ქ. N 11,13. თოდრიას ქ. N 21. ლესელიძის ქ. N 51,51ა,72,72ა.

აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებულ მონაკვეთთან, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებია განთავსებული. სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით აღნიშნულ ქუჩებს 12:00-დან 14:00 საათამდე, ასევე შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.