ვინ არის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი [video]

2020-07-12 21:45:16

რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 41 წლის ვეფხია ჩაჩხიანია. მამაკაცს ცოლი და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ვეფხვია ჩაჩხიანი დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ ჯართის მიმღებ პუნქტში იყო დასაქმებული.

შეგახსენებთ, აფეთქება სწორედ ჯართის მიმღებ პუნქტში მოხდა. დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ პუნქტში გაზის დანადგარი აფეთქდა. აფეთების შედეგად 41 წლის მამაკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ის კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.