აფეთქება რუსთავში

2020-07-12 14:05:24

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ ჯართის მიმღებ პუნქტში ბუნებრივი აირის დანადგარი აფეთქდა. 

აფეთქების შედეგად შუახნის მამაკაცი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.