რუსთავში სამკერვალო საწარმო აშენდება.
ფაბრიკისთვის ახალი შენობა გაგარინის ქუჩაზე შენდება, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებაა დაგეგმილი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ფაბრიკაში ასევე დაგეგმილია ტანსაცმლის შეკერვა ისეთი პოპულარული სპორტული ბრენდებისთვის როგორიცაა "ნაიკი" და "ადიდასი"
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ფაბრიკა თავდაპირველად 1000-მდე პირს დაასაქმებს, ხოლო საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას ჯამში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.
პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი რამდენიმე მილიონ ლარს დახარჯავს.