შემთხვევა რუსთავში [video]

2020-07-07 00:07:59

დაბადების დღისთვის მწვადის შეწვას სახანძროს გამოძახება მოჰყვა [ვიდეო/video]

შემთხვევა რუსთავში, XII მიკრორაიონში მოხდა.

ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე, ე.წ. საშრობში, მოსახლეობამ ცეცხლი შენიშნა და ადგილზე სახანძრო სამსახურის ეკიპაჟი გამოიძახა.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ ერთერთი ოჯახი, 15 წლის ბიჭის დაბადების დღეს აღნიშნავდა და მწვადის შესაწვავად მაყალში ცეცხლი დაანთეს.

"ბავშვს დაბადების დღე აქვს და მწვადს უწვავს მამა, არ შეიძლება? ვინ გამოძახა სახანძრო? აქ რა საფრთხე დაინახეს?", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" იუბილარის ბებიამ.