ხმაური რუსთავის რესტორანში

2020-07-14 00:44:07

რუსთავში, გადაჭარბებული ხმაურის მიზეზით ერთ-ერთმა რესტორანმა სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

როგორც "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით მერიაში კვების ობიექტის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან შევიდა.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, რესტორანში ხმაური მუსიკამ გამოიწვია.

ფაქტზე  ობიექტმა ჯერჯერობით გაფრთხილება მიიღო, რადგან კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევაში კი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

ხმაური დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.

პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ ჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარაიმდება.