რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში

2020-06-29 18:47:05

კოსტავას ქუჩაზე არსებულ შუა გამყოფ ზოლზე გაამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრ ფართობზე, 2 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე ხე-მცენარეები ირგვება.

მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე უნგრული ცაცხვის ხეები დაირგო.

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზაზე დაგეგმილია ველობილიკის სივრცეებიც მოწყობაც. ასევე დაიხაზება საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოებიც.


 

RUSTAVI