აქცია რუსთავის ცენტრალურ მოედანზე

2020-06-21 18:37:10

ადვოკატ ალეკო კობაიძის ორგანიზატორობით რუსთავის ცენტრალურ მოედნზე აქცია გაიმართა. [ვიდეო/video]

აქციაში მონაწილეობა მიიღეს რუსთაველი მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა. ისინი ქვეყნის მმართველ პარტიას მიმართავენ, რომ გამოსცენ მასობრივი შეწყალების აქტი.

"ჩვენ ძალიან ცოტახანში ვაპირებთ, რომ მივართოთ საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტით, რომელიც იქნება ამინისტიციის შესახებ, სადაც თითქმის ყველა პატიმარს შეეხება აღნიშნული კანონპროექტით ამინისტია.

მე იმედი მაქვს, რომ ჰუმანურობას გამოიჩენენ საკანონმდებლო ორგანოს წევრები, როგორც უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაში და მხარს დაუჭერენ ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივას",- განუცხადა ინფო რუსთავს ალექო კობაიძემ.

მასობრივი ამინისტიის მოთხოვნით აქცია რუსთავამდე გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. აქციის ორგანიზატორის თქმით, ასევე ინტენსიურად, ყოველ შაბათს, აქცია იმართება თბილიში.

შემაჯამებელი აქცია 27 ივნისს თბილისსში რუსთაველის მეტროსთა გაიმართება, რის შემდეგაც ადვოკატი ალეკო კობაიძე საკანონმდებლო ორგანოში მასობრივი ამინისტიციის შესახებ კანონპროექტის შეტანას აპირებს. მისი განცხადებით, კანონპროექტს პარლამენტში 10 ივლისამდე წარადგენს.