რუსთავში ავტომობილი კატერს დაეჯახა [video]

2020-06-21 00:24:39

რუსთავში ავტომობილი კატერს დაეჯახა [ვიდეო/video]

ავტოსაგზაო შემთხვევა მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

"ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა, მოგლიჯა ღობე და ავტოპარკინგზე, სპეციალურ მოწყობილობაზე განთავსებულ კატერს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი ინერციით გადავარდა და ხეს დაეჯახა ბოლოს კი გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება და მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.