ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-06-06 00:06:29

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე (გონაშვილის სკვერთან), "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა გზა, გადასასვლელეზე ქვეითს დაუთმო. მოულოდნელად უკნიდან მომავალმა მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა გვერდიდან, შემდეგ კი ინერციით იმ ქალს დაეჯახა რომელიც გადასასვლელზე გადადიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებულები, 57 წლის ქალი და 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს რომ - "ორივე პაციენტი რეანიმაციურ განყოფილებაშია, ორივეს ქალატვინის ტრამვა აღენიშნება. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასევე მძიმე ქალი ჯანრმრთელობის მდგომარეობა, თუმცა შედარებით სტაბილური."