29 მაისიდან კომპანია "ინტერტრანსი" მუშაობას იწყებს.
მგზავრთა გადაყვანა აღდგება ყველა მარშრუტზე.
რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და უკან მგზავრებს მიკროავტობუსები პანდემიამდე არსებული გრაფიკით და ინტერვალებით მოემსახურებიან.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მიკროავტობუსები უკვე განათავსეს შესაბამის სადგურებზე.
მგზავრობის ტარიფი იქნება უცვლელი, 1.80 ლარი.
მიკროავტობუსში მგზავრი პირბადის გარეშე არ დაიშვება.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა "ინფო რუსთავს" აღნიშნულის შესახებ მძღოლებმა აცნობეს.