კომენდანტის საათი გაუქმდა

2020-05-23 00:02:35

მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 მაისის 00:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა. შესაბამისად თუ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გარეთ გახვედით 3000 ლარიანი ჯარიმა აღარ გემუქრებათ.

ასევე მოიხსნა შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილების თაობაზე. კერძოდ, უკვე დაშვებულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს, რომ გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი, და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. მაგალითად, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი კარგად ცნობილი შეზღუდვა ერთ ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

23 მაისიიდან დახურულ საჯარო სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.

ამასთან, მოიხსნა შეზღუდვა 70 წელს გადაცილებული ადამიანების სახლიდან გასვლის შესახებაც, თუმცა მთავრობა მათ რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლას მოერიდონ.




RUSTAVI