პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი აუღეს

2020-04-08 21:13:17

რუსთავის საკარანტინო სივრცეებიდან, ცხელების ცენტრში 2 პაციენტი შეიყვანეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური დირექტორმა პაატა ბაჩილავამ განუცხადა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, პაატა ბაჩილავამ აღნიშნა, პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან ორივე პირზე პასუხი უარყოფითი მოვიდა.

"2 უარყოფითი პასუხით, პირები ისევ კარანტინში გადავიყვანეთ ცხელების ცენტრიდან. ორიდან ერთი, სასტუმრო "რუსთავი"-დან, ერთი კი "ავტოპაპა"-დან გვყავდა გადმოყვანილი, თუმცა ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხები მოვიდა და ეს ადამიანები დაუბრუნდნენ კარანტინს", - განაცხადა პაატა ბაჩილავამ.