კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

2020-03-26 15:13:13

COVID- 19 ის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, რუსთავში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციალება. აქტიურ ფაზაშია შესული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ძველი რუსთავის ცენტრალური ქუჩის- კოსტავას გამზირის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე უკვე შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები - სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები. დაგეგმილია ფილაქნებით მოპირკეთებული ტროტუარების მოწყობა, შეცვლილია ასფალტის საფარი და დასრულებულია შენობების ფასადების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ქუჩა სრულად იქნება რეაბილიტირებული. გამზირის შუაგამყოფი ზოლში, კი მთელ გაყოლებაზე,  სკვერებს მოაწყობენ . 

პროექტის ღირებულება 3 700 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოებს დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.

"ვიცით დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია და  ის გამოწვევები რის წინაშეც დავდექით  როგორც მოქალაქეები, ისე  მუნიციპალიტეტი. მაქსიმალური წესების დაცვით ხორციელედება, გრძელედება და არ გაჩერებულა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.  ჩვენ ახლა კოსტავას გამზირზე ვიმყოფებით,  სადაც ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკებისა და სკვერის მოწყობა.

იმედი მაქვს, რომ პროექტი სრულფასოვან სახეს სულ მალე მიიღებს. რაც შეეხება სხვა ინფრასტუქტურულ პროექტებს, ჩვენ წინასწარ დავიჭირეთ თადარიგი და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს,  დაახლოებით სამი კვირის წინ მოვთხოვეთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, ვისგანაც ისინი მარაგდებიან მასალით, რომ  მარაგის პრობლემა არ შექმნოდათ.  გავაკეთეთ ბაზა,  ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგვეხმარა და გვაქვს ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებიც საბითუმოდ ახორციელებენ სამშენებლო მასალების რეალიზაციას.  ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. ყველაფერი კარგად იქნება, ქვეყანა ამ მდგომარეობას გადაიტანს, უფრო მეტი გასაჭირიც გადაუტანია ჩვენს ქვეყენას, ამასაც მოვერევით,ერთად ყოფნით და იმ  იმ წესების დაცვით, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვკარნახობს და მივყავართ სწორი მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შეუფერებლად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის სხვა ლოკაციებზეც.  მიმდინარეობს  ავტოსადგომის რეაბილიტაცია, დაწყებულია ფასადების რეაკონსტრუქციის და გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში, აქტიურ ფაზაშია შესული კიდევ ერთი მსხვილი პროექტის, ლერონიძის სკვერის რეაბილიტაციაც, სადაც  ულამაზესი რეაკრეაციული სივრცე ეწყობა. გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს  წერეთლის ქუჩაზეც, სადაც ასფალტ -ბეტონის საფარი 11 ლოკაციაზე შეიცვლება.

წელს რუსთავში დაახლოებით 22 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ამჟამად სამუშაო 10 სხვადასხვა პროექტზე მიმდინარეობს.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

RUSTAVI