რუსთავში, მანქანა ტროტუარზე ავარდა [video]

2020-02-28 00:26:50

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში [ვიდეო/video]

კლდიაშვილის ქუჩაზე "ფორდის" მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ეზოში არსებულ სამლოცველოს დაეჯახა.

როგორც მძღოლმა განაცხადა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შეჯახებისას დაზიანდა სამლოცველოს ღობე, საბედნიეროდ ტროტუარზე არავინ მოძრაობდა და შესაბამისად არც არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.