რუსთავის "რუსთავი" გამარჯვებულია

2020-01-20 19:57:33

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური თასისთვის ბრძოლაში რუსთავის საკალათბურთო კლუბმა " რუსთავი" თბილისის "კაკტუსი" დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 89:86 დაამარცხა.

ფინალური მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, შეხვედრის პირველ ნახევარს რუსთაველები იგებდნენ, თუმცა მოწინააღმდეგე ახერხებდა მინიმალური სხვაობის შენარჩუნებას.

შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, მატჩის მიწურულს კი ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ, მსაჯმა 5 წუთი დაამატა.

ანატოლი ბოისას კალათბურთელებმა საბოლოოდ კონცენტრირება მოახერხეს და ძლიერი მეტოქე დაამარცხეს.

რუსთავის "რუსთავი" ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური თასის გამარჯვებულია.