რუსთავში საახალწლო დეკორაციებს ხსნიან

2020-01-20 15:52:27

რუსთავის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დემონტაჟი მერიის წინ მოედნიდან და რუსთავის ცენტრალური პარკიდან დაიწყო. ამ ეტაპზე სამუშაოები მეგობრობის გამზირზე და თოდრიას ქუჩაზე მიმდინარეობს სადაც რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები საახალწლო განათებებს ხსნიან.

სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" აწარმოებს.