სახელმწიფო დროშის დღე

2020-01-14 16:30:36

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოფინა. ბავშვებთან ერთად ჰიმნის ფონზე დროშის ფერის ბუშტებიც გაუშვეს.

"თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს ქართული დროშის მნიშვნელობა, იმ სიმბოლიკების მნიშვნელობა, რომელიც ქართული ტრადიციების მატარებელია. ჩვენი ტრადუციული, ეროვნული სიმბოლიკების პატივისცემა უნდა ვიდოდეთ"- განაცხადა რუსთავის მერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველ 14 იანვარს აღინიშნება.