ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2019-12-15 22:15:52

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ორთაჭალის ჩქაროსნული გზი მონაკვეთზე.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს "ბეემვე"-სა და "ფოლცვაგენი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, შეჯახების შედეგად ავტომობილების მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილი რამდენჯერმე გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პაციენტების გადაყვანა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.

შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს."