მოტორბოლა იაღლუჯის ფერდობზე [video]

2019-12-15 16:33:39

რუსთავში, იაღლუჯის ფერდობზე "მოტო ქლაბ რუსთავის" ორგანიზებით, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის, "enduro cross"-ის მე-4 ეტაპი გაიმართა. [ვიდეო/video]

შეჯიბრში, 2 თბილისელი, ხოლო 1 რუსთაველი  მოზარდი იღებდა მონაწილეობას.

"ეს იყო ოთხეტაპიანი საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობენ პატარები, 13 წლამდე ასაკის. შეგროვდა 6 ბავშვი და გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა ოფიციალური შეჯიბრება. იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ დაგვემატებიან მონაწილეები" - განაცხადა ვეტერანმა მოტორბოლელმა ვანო ტურაშვილმა.

სპორტსმენებმა სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები გადალახეს, ასევე დაძლიეს აღმართები.

შეჯიბრის გამარჯვებული რუსთაველი სპორტსმენი თორნიკე თეზელაშვილი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ: - "ყველას დიდი მადლობა მოსვლისათვის. იმედი მქონდა რომ გავიდოდი პირველ ადგილზე და მასეც მოხდა. საქართველოში ეს სპორტი არ არის განვითარებული და მინდა რომ მოტო სპორტი განვითარდეს" - განაცხადა თორნიკე თეზელაშვილმა.

ორგანიზატორები, მხარდაჭერისთვის, რუსთავის მერიას, "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელს გიორგი გოროზიას და კომპანია "სილქნეთს" მადლობას უხდიან.