მერიის ააიპ-ი კონკურსს აცხადებს

2019-12-14 22:54:26

რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინიციატივით საახალწლოდ რუსთაველებისთვის კონკურსი გამოცხადდა. 

ნებისმიერ მოქალაქეს რომელიც აივანს სადღესასწაულოდ ორიგინალურად მორთავს კონკურსში ჩაერთვება.

ამისთვის მოქალაქემ მორთულობის ფოტო მასალა ცენტრის გვერდზე უნდა გაგზავნოს. გამარჯვებული ფოტოს ავტორი პარიზის ორ კაციან საგზურს მოიგებს.

გამარჯვებული ფეისბუქ ლაიქების მეშვეობით გამოვლინდება. კონკურსში ჩართვა უკვე შესაძლებელია. ფოტოების მიღება 22 დეკემბერს შეწყდება და ამავე დღეს აიტვირთება, ხმები კი 31 დეკემბერს 23:00 საათზე დაითვლება.