ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

2019-12-14 20:15:27

12 დეკემბერს, რუსთავში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 43 წლის ლუდმილა საფარიანის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ჭყოდნიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე დაახლოებით 21:00 საათზე მოხ­და. ქვეითად მოსუარულე ლუდმილა საფარიანს და მის მეგობარს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახდა. ლუდმილა საფარიანი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მისი მეგობარი კი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკიპაჟმა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლუდმილა საფარიანი ჭყონდიდელის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.