ავარია რუსთავში მსხვერპლით დასრულდა [video]

2019-12-13 00:37:43

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე მსხვერპლით დასრულდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ღობეს შეჯახა.

ავარიის შედეგად 43 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 59 წლის ქალი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავდა ავტომობილის მძღოლიც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოახერხა. დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმდებები.