რუსთავში Carrefour-ი გაიხსნა [video]

2019-12-13 00:01:46

რუსთავში Carrefour-ის ფილიალი გაიხსნა. [ვიდეო/video]

მარკეტი საზეიმო ვითარებაში 13:00 საათზე გაიხსნა, თუმცა რუსთაველებმა მეგობრობის გამზირზე შეკრება დაახლოებით 12:00 საათიდან დაიწყეს. რიგები იყო შესასვლეში, მომხმარებლები ფასებს გულმოდგინედ აკვირდებოდნენ და სხვა მარკეტების ფასებს ადარებდნენ. რუსთაველების ნაწილი ფასებით კმაყოფილი იყო ნაწილი კი აცხადებდა რომ მათი უბნის მაღაზიებშიც თითქმის იგივე ფასები იყო, თუმცა აღნიშნავდნენ იმ ფაქტს რომ აქციების დროს Carrefour-ს დაბალი ფასები აქვს. მომხმარებლების ნაწილი სერვისით უკმაყოფილო იყო. სალაროსთან მისასვლელად რუსთაველებს დაახლოებით ერთ საათიან რიგში უწევდათ დგომა, თუმცა აღნიშნავდნენ რომ დღეს პირველი დღეა და მომდევნო დღეებში უკეთესი მომსახურების იმედი დაიტოვეს.