#5 სკოლასთან პოლიციაა მობილიზებული

2019-12-12 14:15:31

#5 საჯარო სკოლასთან საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" #5 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ფაქტის გადასამოწმებლად "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი #5 საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც საპატრულო პოლიციის და კრიმინალური  პოლიციის ეკიპაჟები ნამდვილად იყო მობილიზებული.

"ინფო რუსთავი" #5 საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც განაცადა - "ეს ინფორმაცია სინმდვილეს არ შეესაბამება, ფაქტი რომელიც ანონიმურმა ზარმა დააფიქსირა 112-ში არ დასტურდება. საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი სკოლაშია, მაგრამ ეს ფაქტი რაც მიაწოდეს შსს-ს არ დასტურდება. ამ ეტაპზე სკოლაში სრული სიმშვიდეა"- თამარ გოგაძემ განაცხადა.