რუსთავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო

2019-12-12 12:37:22

რუსთავში, მერიის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. ინფო რუსთავის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე წელს განსხვავებულად იქნება მორთული.

ქალაქში, საახალწლო სამზადისი დაახლოებით 2 კვირაა მიმდინარეობს. საახალწლო განათებების დამონტაჟება რუსთავსერვის ცენტრმა თოდრიას ქუჩიდან დაიწყო. სამსახურის თანამშრომლებმა საახალწლო აქსესუარებით ქალაქის ძირითადი ნაწილი უკვე მორთეს.

რაც შეეხება საახალწლო სოფელს, დეკორაცია კულტურისა და დასვენების პარკში რამდენიმე დღეში მოეწყობა.

სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.