ჩხუბი რუსთავის სამორინეში

2019-12-06 22:48:36

ჩხუბი რუსთავის სამორინეში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცი, მეგობრობის გამზირზე, სამორინეს დაცვას ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს."

30 წლამდე მამაკაცი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წარედგინა.