"საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა"

2019-12-06 15:27:59

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით, რუსთავში, თორდრიის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაციის "იმპულსის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ახალგაზრდები, ქვეითთა გადასასვლელზე გადადავიდნენ და მძღოლებს მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, ამ ფორმით, მათ ხაზი გაუსვეს ევროპულ ცივილიზებულ კულტურას.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ამასთან დაკავშირებით, რუსთაველი ახალგაზრდები, ვცდილობთ ამ ფორმით ევროპულ ცივილიზებულ კულტურას ხაზი გავუსვათ. ჩვენ ამით არ გავჩერდებით, მოვიცავთ მთლიანად ქვემო ქართლს, ყველგან ვიქნებით სადაც მიგვესვლება" - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "იმპულსის" ლიდერმა დავით აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.