კოსტავას ქუჩაზე გზის დემონტაჟი დაიწყო

2019-11-21 13:54:06

კოსტავას გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის მონაკვეთის კაპიტალურად შეკეთება. ამ ეტაპზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი (მოფრეზვა) მიმდინარეობს, რის შემდეგად ახალი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაობს შპს ,,გზა'' ახორციელებს. ელექტრონული ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მ. კოსტავას N21-დან ქარხნამდე მისასვლელ გზას გააკეთებს. პროექტზე 1 774 893 ლარი დაიხარჯება.

ასევე მოეწყობა გარე განათებები და სანიაღვრე სისტება, აღნიშნული სამუშაოებისთვუს 548 039 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოპირკეთდება გზის ტროტუარები და გაკეთდება სარწყავი სისტემა, რომლებზეც  478 474 ლარი დაიხარჯება. ასევე განახლდება და მოპირკეთდება კოსტავას გზის შუა გამყოფი ზოლი,რისთვისაც  260 335 ლარია გამოყოფილი.

ჯამში კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციისთვის 3 720 999 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.