ახალი სკანდალი რუსთავის #5 სკოლის ირგვლივ

2019-11-15 22:50:11

რუსთავის, #5 საჯარო სკოლის, მე-6 კლასელ მოსწავლეს, რომელსაც მასწავლებლი კიბეებიდან დაგორებაში ადანაშაულებდა, ახლა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ნინო მაჭარაშვილი, ადევნებასა და თვალთვალში სდებს ბრალს.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას ნინო მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დედა-შვილი, მას სისტემატურად უთვალთვალებს.

"დღეს დილით, საშინელი კაკუნი გავიგეთ, კინაღამ ჩამოღეს კარი. მარის მეგობრები, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ, შეშინებულები იყვნენ ამოსულები - დედა-შვილი ქვემოთ გელოდებიანო. რომ ვეკითხები აქ რა გინდა-მეთქი, მპასუხობს, რომ ნათესავს ველოდებიო. ყველაფერი მაქვს აბსოლიტურად, ვიდეო მასალა, დასქრინული მაქვს მესიჯები, თუ როგორ ინტერესდებოდა ბავშვი, გუშინ ჩემი ზუსტი მისამართით.", - აცხადებს ნინო მაჭარაშვილი.

მშობლის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა და შემაკავებელი ორდერის შედგენა მოითხოვა, რადგან მისი და მისი შვილის უფლებები ირღვევა.

"ინფო რუსთავი" მე-6 კლასელი გოგონას მშობელს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.