15 ნოემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-11-14 18:26:24

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15  ნოემბერს  11:00-დან   18:00   საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში, მაიაკოვსკის,   ქაშაკაშვილის, ლეონიძის, მეგობრობის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.