ახალი პედიატრიული განყოფილება რუსთავში [video]

2019-11-14 18:07:18

კლინიკა "რუსთავში" პედიატრიული დეპარტამენტი გაიხსნა. [ვიდეო/video]

ფუნქციონირება დაიწყო ბავშვთა ინტენსიური თერაპიისა და ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებმა. თერაპიის განყოფილებაში ერთდროულად 13, ხოლო რეანიმაციული განყოფილება 10 პაციენტზეა გათვლილი. აღნიშნული სერვისის შესაქმნელად კლინიკაში მთლიანად რეაბილიტოირდა 1 სართული, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა და მოხდა სრული ტექნიკური გადაიარაღება. პედიატრიულ დეპარტამენტში დასაქმდა 40 ადამიანი. ნახეთ გახსნის ვიდეო.

პედიატრიული დეპარტამენტის გახსნას, ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რომლებმაც ახალად მოწყობილი განყოფილებები, ინვენტარი და თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა დაათვალიერეს.

ახალი განყოფილებების მოსაწყობად 1 800 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.