ავარია რუსთვი-ლილოს მაგისტრალზე [video]

2019-11-10 22:21:44

რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე მომხდარი ავარიის დროს 6 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. [ვიდეო/video]

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებიდან 4 ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში "მერსედესის" მარკის ავტომობილში (რომელიც ტაქსი იყო და მგზავრები გადაჰყავდა) მყოფი 3 ქალი და 1 მამაკაცი შეიყვანეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ავტომობილის მართავდა. ქალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

"მამაკაცს აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები, კონკრეტულად კი ბარძაყისა და სხივის ძვლის მოტეხილობა. მას ახლა უტარდება ოპერაცია", - განუცხადეს "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში.

"კლინიკა რუსთავში" შეიყვანეს "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლი, 30 წლამდე მამაკაცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი 10 წლის ბავშვი რეანომობილით თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

"ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა, მას თავის ტრამვა ჰქონდა, ესაჭიროებოდა რეანიმაცია. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ტრამვები აღენიშნება გულმკერდის და თავის არეში", - განუცხადეს "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთს "მერსედესისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარია მსხვერპლით დასრულდა დაიღუპა 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი.