ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-11-08 16:48:35

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ჩერკასკის ქუჩაზე. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცს მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.