რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი

2019-10-22 21:32:18

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალი ვრცელდება. მთავარი არხის ინფორმაციით მათ მოიპოვეს მოკლე ტექსტური შეტყობინება რომელიც ბიზნესმენმა ლევან ღონღაძემ 21 სექტემბერს გვიან ღამით ზურაბ დადეშელს გაუგზავნა.

"შენი არასწორი დედა უნდა ..... მე შენი შე .... მწოველო. სადაც დაგინახავ იქ  უნდა დაგაგდო, შენ გამზრდელს უნდა .... სახლიც ვიცი და შენ უნდა დაგადუღო, შე ..... კაცო. შენი ოჯახი უნდა .... ხელი როგორ დამარტყი შე .... მწოველო კაცო", - წერია მესიჯში.

იმის შესახებ რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობა ბიზნესმენმა დაუკვეთა, ექსკლუზიური ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს გაავრცელა. ადვოკატმა ალეკო კობაიძემ განაცხადა რომ - “აღნიშნულ საქმეს ჰყავს შემკვეთი. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ ეს მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არ მომხდარა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, აწ გარდაცვლილი იყო კონფლიქტში ერთ-ერთ ბიზნესმენთან, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და საკმაოდ გავლენიანი პირია. ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილი ფიზიკურად გაუსწორდა აღნიშნულ ბიზნესმენს და ამის შემდგომ ბიზნესმენმა გადაწყვიტა შური ეძია. ამის თვითმხილველებიც არსებობენ. სწორედ მის მიერ მოხდა შეკვეთა და შემდეგ უკვე შესრულება იმ ფორმით, რა ფორმითაც შესრულდა”.

შეგახსენებთ რომ მკვლელობა რუსთავში 1 ოქტომბერს მოხდა, მკვლელობის საქმეში 3 რუსთაველი პოლიციელი ფიგურირებს.