ოჯახი ნანგრევებში ცხოვრობს

2019-10-22 16:44:20

10 თვის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას მეზობლები აცხადებენ, ბავშვი გარდაცვლილი დილით დედამ ნახა. მათი თქმით, ბავშვი, 7 თვიანი დაიბადა და დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრებს ის სამედიცინო დაწესებულებაში სისტემატურად დაჰყავდათ.

"ბავშვს მინინგიტი ჰქონდა, რომ დაიბადა, შეიძლება ამის ბრალიც იყოს. ასევე თიაქარი ჰქონდა და რამდენჯერმე ჩაუტარდა ოპერაცია. მაგრამ ამის შემდეგ კარგად იყო, კარგად ჭამდა, მოსუქდა, თამაშობდა, რა მოუვიდა არ ვიცი. ბოლო პერიოდში არაფერი არ აწუხებდა. როგორც ვიცი, ღამე ერთხელ გაეღვიძა საჭმელად, დილით გაღვიძება, რომ დააგვიანა, დედა მივიდა და გარდაცვლილი დახვდა ბავშვი", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

არსებული ინფორმაციით, 10 თვის გარდაცვლილ ბიჭს, ტყუპისცალი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბიჭი, რუსთავის ავტობანის მიმდებარედ, იმ ნანგრევებში გარდაიცვალა სადაც ოჯახი ამ დრომდე ცხოვრობს.