"ჩაერთე, გამოხატე, შეცვალე" [photo]

2019-10-18 21:04:42

"ჩაერთე, გამოხატე, შეცვალე" - რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, "გავიგუდეთ", სოციალური პროექტის სამოქალაქო აქტივისტებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანია, სამუშაო გარემოში დაიგეგმოს ახალი კამპანიებi, აქტივობები და აქციები, იმისათვის, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა მოგვარდეს.

"ბევრმა არ იცის რა გზა გამოვიარეთ აქამდე. დღეს იყო პრეზენტაცია და გავაცანით ამ ადამიანებს განვლილი გზა. ახლა დავგეგმავთ ხვალინდელ დღეს, თუ როგორი იქნება ჩვენი აქტივობები", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა მუსერიძემ.

შეხვედრას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ: "მას შემდეგ, რაც რუსთავში დაიწყო გარემოზე ცუდი ზეემოქმედების შედეგად საზოგადოებრივი მოძრაობა, კომუნიკაცია იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან, რომელსაც ვესაუბრეთ ამ პრობლემაზე. ამის შემდეგ, მონიტორინგი ჩაირთო ბათუმის ქუჩაზე რუსთავში ატმოსფერული ჰაერის აღრიცხვის. არნიშნულის შემდგომ უკვე ნათია თურნავასთან გვქონდა ანალოგიური კომუნიკაცია, ვისაუბრეთ ორივე მეტალურგიული კომბინატის ჯეოსტილისა და მთავარი, რომელიც არის და მესამე დღეს, უკვე მოხდა ნათია თურნავას ჩამოსვლა. ასევე, ლიკანში პარტიის ლიდერთან შეხვედრისას გაჟღერდა ეს საკითხი, იქვე გადაწყვეტის გზებზე საუბარი არ გვქონია, პარტიის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ რუსთავთან ექნება ცალკე შეხვედრა"