"ლურჯი ვეშაპი" რუსთავშიც "გამოჩნდა"

2019-10-19 00:44:03

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მცხოვრებმა 11 წლის გოგომ ”facebook user”-ის სახელით სოციალურ ქსელში შეტყობინება მიიღო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წერილი გახმაურებულ ქსელურ სახიფათო თამაშს “ლურჯი ვეშაპს” უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, შეტყობინებებში გოგონამ ტექსტობრივი ფორმით სხვადასხვა სახის დავალებები მიიღო თუმცა მათ შესრულებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით იგივე ანგარიშიდან უკვე ფოტოს სახით მიიღო დავალებები.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ”facebook user”-ის სახელით მიღებული დავალებები და პირადი ინფორმაციის შემცველი შეტყობინებები რუსთაველმა მოსწავლემ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ფაქტის შესახებ კი მშობელმა შემთხვევით გაიგო და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახიფათო თამაშებისთვის მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ. მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კი დროულად უნდა აცნობოთ პოლიციას.