რუსთავის ციხის რესტავრაცია იწყება

2019-10-22 22:55:47

რუსთავის ისტორიული ციხის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშოები იწყება. რეაბილიტაცია-რესტავრაცია  ციხის ჩრდილოეთ ზღუდეს ჩაუტარდება.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის, ნაზი პაჭიკაშვილის ინფორმციით, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ინჟინერის აზრმა“ კი სამუშაოები უკვე დაასრულა.

პაჭიკაშვილის ინფორმაციით, უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება, რეაბილიტაცია-რესტავრაციის შემსრულებელი კომპანია კი "ტაო ტბელი" იქნება.

საპროექტო სამუშაოებისთვის 21 000 ლარი გამოიყო. პროექტს „ქართუ ფონდი“ აფინანსებს.