ახალი კონტეინერები რუსთავში

2019-10-07 13:57:21

პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში, რუსთავში არსებულ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისთვის საჭირო კონტეინერები განთავსდა.

რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის, რევაზ ბარბაქაძის თქმით, ურნები გაეროს განვითარების პროგრამამ შეიძინა და და რუსთავის ინოვაციების ჰაბს გადასცა. როგორც ბარბაქაძე აღნიშნავს, პროექტის მიზანი გარემოზე ზრუნვა და მოზარდებისთვის ნარჩენების სეპარირების კუთხით ცნობიერების ამაღლებაა.

"ამ გზით უნდა მოხდეს პლასტმასის შეგროვება, მისი ტრანსპორტირება და მეორადი პროდუქციის გამოშვება. ეს არის საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც პლასტიკის გადამუშავების ასეთი სრული ციკლი ამოქმედდება", - განაცხადა რევაზ ბარბაქაძემ.

კონტეინერები ქალაქში არსებულ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს ქალაქის პირველმა პირებმა გადასცეს.

"ეს ღონისძიება ემსახურება ცნობიერების ამაღლებას. ამ გზით ბავშვებს საშუალება ექნებათ ქალაქი იხსნან სხვადასხვა დაბინძურებისაგან", - აცხადებს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუა.

პროექტის ფარგლებში რუსთავის არსებულ სკოლებსა და ბაღებში ჯამში სულ 47 კონტეინერი განთავსდა.

RUSTAVI