ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე [photo]

2019-10-01 17:30:33

პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, რუსთავის N3 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაკა მოსახლიშვილმა, თავის მოსწავლეებთან ერთად მოხუცებულთა სახლ „ქსენონის“ ბენეფიციარები მოინახულეს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს და ეს დღე მათთან ერთად გაატარეს. 

"2 წელია  ჩვენს სკოლაში არსებობს სამოქალაქო კლუბი "ინდიგო", რომელიც მრავალ პროექტს ანხორციელებს. ჩვენი დღევანდელი პროექტია სათაურით "ჩვენც დავბერდებით",  გადავწყვიტეთ სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით და მოსწავლეების ინიციატივით მოვსულიყავით რუსთავის მოხუცთა სახლში, სურვილი გვქონდა მიგველოცა და მათი ცხოვრება გაგვეხალისებინა.
მადობა მათ, ვინც ამ დღეს გვერდში დაგვიდგნენ მოხუცების გახარებაში" - განაცხადა რუსთავის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა მაკა მოსახლიშვილმა.

1 ოქტომბერი, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ, 1990 წელს გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეაა გავაუმჯობესოთ ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხი.