ქუჩაში მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს [video]

2019-09-21 00:26:57

რუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 15 წლის ბიჭი დილით სკოლაში უნდა წასულიყო თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცენტრალურ საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული რის გამოც გონება დაკარგა.

ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.